logo
ENG



თურქეთის პარლამენტმა ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

31 მარ 202309:13
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/31/bewp12dtzzeagxm.png

თურქეთის პარლამენტმა ფინეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა. თურქმა დეპუტატებმა ამ გადაწყვეტილებას ერთხმად დაუჭირეს მხარი - სულ 276-მა პარლამენტარმა.

თურქეთი გახდა ბოლო ქვეყანა, რომელმაც მოახდინა ფინეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირება. 

მანამდე, 27 მარტს ანალოგიური გადაწყვეტილება უნგრეთის პარლამენტმაც მიიღო. 

***

რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ფინეთმა და შვედეთმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სურვილი გამოთქვეს. განაცხადის დასადასტურებლად აუცილებელია ყველა წევრი სახელმწიფოს მხრიდან მისი რატიფიცირება. 

თებერვალში თურქეთმა მხარი დაუჭირა ფინეთის განაცხადს, მაგრამ შვედეთის ხელისუფლებას ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) წინააღმდეგ მკაცრი პოზიციის დაკავება მოსთხოვა. 


close დახურვა