logo
ENG



ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნის მოლოდინში

03 აპრ 202320:13
3 წუთის საკითხავი
 

მესამე პრეზიდენტის მიმდინარე პატიმრობა შეიძლება ჩაითვალოს არაადამიანურ მოპყრობად. ამის შესახებ ომბუდსმენის 2022 წლის ანგარიშში წერია. ნინო ლომჯარიას ხელმძღვანელობის დროს აპარატის მიერ მომზადებული დასკვნის წაკითხვა ლევან იოსელიანს მოუწია, მაგრამ არაფერს ამბობს სააკაშვილის ამჟამინდელ მდგომარეობაზე. სახალხო დამცველის კონსილიუმი ბოლო შესწავლის შემდეგ ვრცელ ანგარიშს ორ დღეში წარადგენს. წინასწარი შეფასებით, ექიმებს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე დახვდათ. ამის მიუხედავად, ოცნება თვითდაზიანებაში მაინც პაციენტს ადანაშაულებს და საკითხი მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში გადააქვს. 


close დახურვა