ხელისუფლება ცდილობს, გვერდი აუაროს ვენეციის კომისიის კრიტიკულ დასკვნას და შესწორებები ისე შეიტანოს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტში, შინაარსობრივად არაფერი შეცვალოს. ეს ეხება სტრუქტურას, რომელმაც პირი ოლიგარქად უნდა ცნოს. ვენეციის კომისიამ დაიწუნა ქართული ოცნების ვარიანტი, რომლის მიხედვით პირს ოლიგარქად მთავრობა აცხადებდა. ამიტომ მმართველმა პარტიამ სხვა გზას მიმართა - მთავრობის ნაცვლად ამას ანტიკორუფციული ბიურო გააკეთებს, მაგრამ საქმე ისაა, რომ ბიუროს ხელმძღვანელს პრემიერმინისტრი ნიშნავს.
კოსმეტიკური ცვლილებები დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტში
12 აპრ 202320:13
3 წუთის საკითხავი