logo
ENG



ფორმულა: საგარეო უწყება დიპლომატიურ არხებს კეზერაშვილის დისკრედიტაციისთვის იყენებს

26 აპრ 202322:19
3 წუთის საკითხავი
clock 1016
ფორმულა: საგარეო უწყება დიპლომატიურ არხებს კეზერაშვილის დისკრედიტაციისთვის იყენებს
საქართველოს მთავრობა

ფორმულას ინფორმაციით, ხელისუფლების პირველი პირების ევროპაში ვიზიტის პარალელურად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიური კომუნიკაციის მნიშვნელოვანი ნაწილი ფორმულას დამფუძნებლის დავით კეზერაშვილის დისკრედიტაციის კამპანიას დაუთმო.

გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა" გამოქვეყნებული ელექტრონული ფოსტის მიმოწერიდან ირკვევა, რომ აშშ-ში საქართველოს საელჩოს თანამშრომელი, დავით ზალკალიანის დავალებით, კონკრეტულ უცხოელ ადრესატებს BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების ნახვას ურჩევს, რადგან მასში დავით კეზერაშვილია მოხსენიებული.

ფორმულას ინფორმაციით, ეს არ არის ერთეული და იზოლირებული შემთხვევა და ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის ნაწილი აქტიურადაა ჩართული ამ კამპანიაში.

გთავაზობთ წერილს:

"პატივცემულო კოლეგებო, ძვირფასო მეგობრებო,

დარწმუნებული ვარ გსმენიათ ტელეკომპანია BBC-ის გარცელებული, სიმონა ვაინგლასის საგამოძიებო დოკუმენტური ფილმის შესახებ, რომელიც იძიებს ქოლ ცენტრების მხრიდან მილიარდ დოლარიანი თაღლითობის საქმეს, რომლის უკანაც Milton-ის სახელით ცნობილი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი დგას.

ფაქტობრივად BBC-ის გამოძიება ახდენს მის, როგორც გლობალური თაღლითური ქსელის ცენტრალური ფიგურის იდენტიფიცირებას, რომელმაც სავარაუდოდ მოტყურებით გაძარცვა ათასობით მსხვეპლი, მათ შორის პენსიონრები, მათთვის აქციებში თუ კრიპტოვალუტაში ინვესტირების თაღლითური სექმის შეთავაზებით.

ელჩმა ზალკალიანმა მთხოვა გამეზიარებინა BBC-ის ამ საგამოძიებო დოკუმენტური ფილმის ბმული. 

პატივისცემით,

ლევან (ლენი) ხურციძე, მრჩეველი. აშშ-ში საქართველოს საელჩო", - აღნიშნულია წერილში.


close დახურვა