logo
ENG



ღარიბაშვილი უნგრეთში დაგეგმილი კონსერვატიული კონფერენციის სპიკერებს შორისაა

26 აპრ 202319:51
3 წუთის საკითხავი
 
ღარიბაშვილი უნგრეთში დაგეგმილი კონსერვატიული კონფერენციის სპიკერებს შორისაა

ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური სამოქმედო კონფერენციაში სიტყვით გამომსვლელებს შორისაა. ინფორმაცია სპიკერების შესახებ ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული, თუმცა უცნობია, დაესწრება თუ არა საქართველოს პრემიერმინისტრი კონფერენციას. ამასთან, ამის შესახებ Twitter-ზე წერს კონსერვატიული უნგრული კვლევითი ინსტიტუტი.

"მას სჯერა, რომ საქართველო ქრისტიანობაზე დაფუძნებული ღირებულებების კონსერვატიული საზოგადოებაა. ღარიბაშვილს სჯერა, რომ აქტივისტები და პოლიტიკოსები ვალდებულები არიან პატივი სცენ უმრავლესობის სურვილს და ქართველების დიდი უმრავლესობა უარყოფს პროპაგანდისტულ, დემონსტრაციულ LGBTQ ზეწოლას", - წერია განცხადებაში.

AP-ის ცნობით, ამერიკული კონსერვატორთა კონფერენცია ევროპაში მეორედ გაიმართება და წელს მისი დევიზი იქნება "ერთად ძლიერები ვართ". კონფერენციაზე მიწვეულა უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი, რომელიც ასევე სპიკერებს შორისაა. ამ წლის ღონისძიება 4-5 მაისს გაიმართება და როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, ფოკუსირებული იქნება "ლიბერალების კოშმარზე: ეროვნული ძალების საერთაშორისო გაერთიანებაზე".


close დახურვა