logo
ENG



ჩერევატი: რუსეთს 9 მაისამდე სურს ბახმუტის აღება

02 მაი 202316:02
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/02/tddn8ljjlkq63re.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერის, სერგეი ჩერევატის განცხადებით, რუსეთს 9 მაისამდე სურს ბახმუტის აღება.

"რუსეთს 9 მაისამდე სურს ბახმუტის აღება, მაგრამ თავდაცვის ძალები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ მათი გეგმები რეალობად არ იქცეს.

მალე გინესის რეკორდს დაამყარებენ [ბახმუტის] აღების თარიღის გადადებაში. მარტის ბოლომდე მათ მთელი დონბასი უნდა აეღოთ. ბახმუტის აღების პირველი თარიღები 2022 წლის ივლისში იყო, თუმცა ის დღემდე მყარად დგას", - თქვა უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერმა.

უკრაინის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპანტებს ბახმუტის აღება 9 მაისამდე უბრძანა. ექსპერტების თქმით, რუსეთის ფედერაცია დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტს 9 მაისამდე ვერ დაიკავებს, სამხედრო პერსონალის დიდი დანაკარგის გამო.


close დახურვა