logo
ENG



8 თებერვალს ენმ იუსტიციის სამინისტროსთან აქციას გამართავს

07 თებ 202321:11
3 წუთის საკითხავი
 
8 თებერვალს ენმ იუსტიციის სამინისტროსთან აქციას გამართავს
ფორმულა/ვახო ქარელი

ნაციონალური მოძრაობა ხვალ, 8 თებერვალს, 17:00 საათზე იუსტიციის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას გამართავს.

აქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა დააანონსა.

ხაბეიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე საზოგადოებას აქციებთან დაკავშირებით პარტიის სამომავლო გეგმები გააცნო.

"მე გთავაზობთ შემდეგ გეგმას და ნაციონალური მოძრაობა გთავაზობთ შემდეგ გეგმას. პირველი, ხვალ, 5 საათზე, იუსტიციის სამინისტროსთან იქნება პროტესტი, დედაქალაქში მაცხოვრებელ მოქალაქეებს მოგიწოდებთ, მობრძანდეთ და დააფიქსიროთ პროტესტი", - თქვა ხაბეიშვილმა.

გარდა თბილისისა, ლევან ხაბეიშვილმა აქციები რეგიონებშიც დააანონსა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლომ უარი თქვა. მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში რჩება.

მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრები და ადვოკატები ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ან სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვდნენ და ამ შუამდგომლობით სასამართლოს მიმართეს.

საქმეზე სასამართლო პროცესები 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გუშინ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პროტესტი იქნება ყოველდღიური. საპროტესტო ცენტრი იქნება თბილისში, თუმცა აქციები გაიმართება რეგიონებშიც.


close დახურვა