logo
ENG



9-12 ივნისს წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი - ამინდის პროგნოზი

08 ივნ 202110:59
3 წუთის საკითხავი
 
9-12 ივნისს წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი - ამინდის პროგნოზი

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +23, +28 გრადუსი იქნება.

9 -12 ივნისს სითბოს ფონზე საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +22, +27, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +24, +29 გრადუსი ფარგლებში დაფიქსირდება.

ქ. თბილისში 8 ივნისს უნალექო ამინდი იქნება, 9-12 ივნისს ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსი იქნება.


close დახურვა