კომპანია "სფეის იქსი" ნასას ასტრონავტების კოსმოსში გაგზავნას დღეს მეორედ შეეცდება.
9-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად, ამერიკული ხომალდი ამერიკის ტერიტორიიდან პირველად უნდა გაუშვან. ისტორიული ექსპედიციის დაწყება თავდაპირველად 27 მაისს იგეგმებოდა, თუმცა უამინდობის გამო გადაიდო. სპეციალისტები მეტეოროლოგიურ პირობებს ამ დრომდე აკვირდებიან და გადაწყვეტილებასაც ამინდის შესაბამისად მიიღებენ.
რაკეტის გაშვება კენედის კოსმოსური ცენტრიდან ადგილობრივი დროით 15 საათსა და 22 წუთზეა დაგეგმილი. პროექტი 3 მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდა.