არსებული ინფორმაციით, სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მამამ შვილზე, სავარაუდოდ, სექსუალურად იძალადა. გოგო მე-8 კლასის მოსწავლეა.
ასევე ვრცელდება ცნობები, რომ სავარაუდო მოძალადე, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირია. ფორმულას ინფორმაციით, შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს არასრულწლოვანის დედამ მიმართა.
ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.