ჟალავდი გერიევი, OC Media-ს ყოფილი თანამშრომელი, თბილისის აეროპორტში ბუდაპეშტიდან შაბათს ჩავიდა, მაგრამ ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს.
გერიევმა თქვა, რომ მას შემდეგ რაც მესაზღვრემ მის პასპორტში დაინახა, რომ ის ჩეჩნეთში იყო დაბადებული, საბუთები დამატებით შესამოწმებლად წაიღეს.
"ყველაფერი ისე იყო, როგორც ჩვეულებრივ რუსულ აეროპორტში."- განუცხადა გერიევმა OC Media-ს.
მან საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულა ჩრდილოეთ კავკასიელი ხალხის მიმართ "არაპროფესიონალურ" და დისკრიმინაციულ ქცევაში.
"მათ აქვთ გარკვეული გაფრთხილება ჩრდილოეთ კავკასიის მაცხოვრებლების შესახებ და ყველა კაცმა, რომლის დოკუმენტშიც მითითებულია, რომ იგი დაიბადა [ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში], უნდა მიიღოს პირადი ნებართვა პოლიციისგან."- თქვა გერიევმა.
ლოდინის შემდეგ მან თქვა, რომ კამერებიან ოთახში შეიყვანეს და უთხრეს, რომ საქართველოში არ შეუშვებდნენ.
"ვკითხე, იყო თუ არა მისი [ოფიცრის] კამერა ჯერ კიდევ ჩართული და საპასუხოდ დავტოვე ემოციური გზავნილი უხამსობის ელემენტებით მათთვის, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო."- თქვა გერიევმა.
გერიევმა თქმით, მას ჰქონდა საქართველოში გამგზავრებამდე მოლოდინი, რომ არ შეუშვებდნენ ქვეყანაში.
"უარი სავარაუდო იყო, რადგან მე ვიცნობ რამდენიმე კოლეგას, რომლებსაც ასევე უარი ეთქვათ შესვლაზე შარშან."- თქვა გერიევმა.