ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი, ირუ ხეჩანოვი კონკურსის ფინალურ ეტაპზე ვერ გადავიდა.
ბოლო 7 წელია, 2016 წლის შემდეგ საქართველო კონკურსის ფინალში არ ყოფილა.
ევროვიზიის კონკურსზე საქართველოს 2023 წელს ირუ ხეჩანოვი სიმღერით Echo წარადგენს. სიმღერის კომპოზიტორი გიგა კუხიანიძეა.
ირუ ხეჩანოვი კონკურსის ნახევარფინალზე მე-11 ნომრად წარსდგა.
ევროვიზიის ფინალურ ეტაპზე, 13 მაისს, 25 ქვეყნის წარმომადგენელი იმღერებს.
2022 წელს ევროვიზიის კონკურსში უკრაინულმა ფოლკ-რეპ ჯგუფმა Kalush Orchestra-მ სიმღერით Stefania გაიმარჯვა.
2023 წელს ევროვიზია უკრაინაში რუსეთის ომის გამო ლივერპულში M&S Bank Arena-ზე იმართება.