logo
ENG



მთავარი: ნაკაიძეს არ დაუდასტურდა მეგობარი გოგოს გაუპატიურება და არც საიდუმლოს გავრცელება

11 მაი 202318:39
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/11/ws9easak8ic1qgf.png

მთავარი არხის ცნობით, მათი ყოფილი წამყვანი და ჟურნალისტი ლაშა ნაკაიძე 4 მუხლიდან 2-ში გაამართლეს.

მათი ინფორმაციით, "ნაკაიძეს არ დაუდასტურდა არც მეგობარი გოგოს გაუპატიურება და არც მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელება".

ტელევიზიის ცნობით, ჟურნალისტი სასამართლომ ძალადობასა და მუქარაში დამნაშავედ ცნო და ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 9 თვეა ნაკაიძე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და საპატიმროს ის 3 თვეში დატოვებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ წამყვან ლაშა ნაკაიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 2022 წლის 18 აგვისტოს შეუფარდა. ნაკაიძეს ბრალი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გაუპატიურების, ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის მუხლებით ჰქონდა წარდგენილი.

ის სამართალდამცველებმა 16 აგვისტოს დააკავეს.

ლაშა ნაკაძე მთავარი არხის დილის გადაცემის წამყვანი იყო. მისი დაკავების შემდეგ ტელეარხმა განაცხადა, რომ გმობს ძალადობას, ხოლო ნაკაიძესთან თანამშრომლობას წყვეტს. მათივე ცნობით, პოლიციას ამავე ტელეკომპანიის თანაშრომელმა მიმართა. 


close დახურვა