logo
ENG



ზელენსკი: კონტრშეტევის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები მალე იქნება

14 მაი 202300:34
3 წუთის საკითხავი
clock 469
2023/05/14/xl9m7ged3mc3usp.png

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინული კონტრშეტევის დაწყება "ძალიან მალე მოხდება". ეს განცხადება ზელენსკიმ იტალიელ ჟურნალისტებთან გააკეთა.

"ჩვენ ძალიან სერიოზულად ვემზადებით. და ძალიან სერიოზული ნაბიჯები იქნება აუცილებლად. ვიცი, რომ ყველანი მოტივირებულები ვართ. და არა მხოლოდ ისინი, ვინც გეგმის შესახებ ვიცით, არამედ ჩვენი ხალხიც... არ შემიძლია გითხრათ [სად და როდის დაიწყება კონტრშეტევა], თუმცა, თქვენ ამას აუცილებლად ნახავთ, ხოლო რუსეთი ამას ნამდვილად იგრძნობს. ჩვენ გვჯერა გამარჯვების და გვჯერა, რომ პირველი ნაბიჯები ძალიან მალე იქნება", - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ამ დიქტატორს არავინ უნდა ენდობოდეს".

"ამ ადამიანის, თუ შეიძლება მას ადამიანი ეწოდოს, ნდობა არ შეიძლება. ის უკვე დაბნეულია", - თქვა ზელენსკიმ.


close დახურვა