logo
ENG



"არასამუშაო დღეებში მოხდა" - ხაშურის მერიის განმატებით, სურამში ხეები კერძო პირმა ჩააბეტონა

15 მაი 202318:02
3 წუთის საკითხავი
 

ხაშურის მერია სურამში ჩაბეტონებულ ხეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ ხეები "კერძო პირმა ჩააბეტონა".

უწყების მტკიცებით, შემთხვევა "არასამუშაო დღეებში მოხდა".

ხაშურის მერიის ცნობით, მომხდარზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.

"სურამში, ბაიანთხევის დასახლებაში, კერძო პირმა, სახლამდე მისასვლელ გზაზე, თვითნებურად, დააგო ბეტონი და მათ შორის ხეებიც ჩააბეტონა, როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, აღნიშნული ტერიტორია სატყეო ფონდის საკუთრებაა. შემთხვევა არასამუშაო დღეებში მოხდა.

მას შემდეგ, რაც ფაქტის შესახებ, მუნიციპალიტეტისთვის გახდა ცნობილი, ადგილზე გავიდნენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და სატყეო სააგენტოს თანამშრომლები. ამ ეტაპზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურულ და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის კანონის მიხედვით.

იმ შემთხვევაში, თუ პირი სამართალდარღვევას დროულად არ აღმოფხვრის, რაც ტერიტორიის ადრინდელ მდგომარეობაში დაბრუნებას გულისხმობს, დაეკისრება შესაბამისი მკაცრი სანქციები. მოვუწოდებთ მოსახლეობას, გავუფრთხილდეთ გარემოს და თავი შევიკავოთ უკანონო ქმედებებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონის დამრღვევი პირების მიმართ გატარებული იქნება შესაბამისი ღონისძიებები"-  ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა