logo
ENG



საბო: საბჭოს არჩევნებზე ვიღაც 5-მა ქოცებს მისცა ხმა, ჩვენ და ელისაშვილები არ ვყოფილვართ

17 მაი 202314:31
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/17/sglqxst4vyfg7j9.jpg

გირჩის წევრი, ჰერმან საბო ამბობს, რომ იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატებისთვის მის პარტიას და პარტია მოქალაქეებს ხმა არ მიუციათ. მისი თქმით, კანდიდატებს 5-მა ოპოზიციონერმა დაუჭირა მხარი.

"იუსტიციის საბჭოს არჩევნებზე ვიღაც 5-მა ქოცებს მისცა ხმა. ჩვენ და "ელისაშვილები" რომ არ ვიყავით, ეგ ვიცი. ერთ რიგში ვსხედვართ. ახლა გასარკვევია, ვინ იყო.

თან, ხმის მიცემები რომ დაიწყო და გამოჩნდა რომ ვიღაცა "გვარცხვენ" ოპოზიციიდან, სალომე სამადაშვილმა დაიძახა - "აბა, ავდგეთ ახლა და გავიდეთ ყველა, ვინც დარჩება დარბაზში, ისინი იქნებიან მიმცემებიო" და ადგა ეს ხალხი, ხმის მიმცემებიანად და გალაგდა გარეთ. სალომეს დაძახილზე მარტო გირჩები, ელისაშვილები და აქუბარდია არ წამოვხტით, მაგრამ ჩვენ არცერთს არ მიგვიცია", - წერს ჰერმან საბო ფეისბუქზე.

პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის კენჭისყრის დროს ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი დატოვა, რის შემდეგაც ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.

მანამდე მმართველმა გუნდმა 5 ვაკანტურ პოზიციაზე სამი ახალი წევრის არჩევა მოახერხა: ტრისტან ბენაშვილი (93 ხმა), გიორგი გზობავა (91 ხმა), ზურაბ გურასპაშვილი (93 ხმა). კვორუმისთვის საჭირო იყო 90 დეპუტატის მხარდაჭერა. 

სწორედ მხარდაჭერილი ხმების რაოდენობა გახდა რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის უკმაყოფილების მიზეზი. დეპუტატი რომან გოცირიძე განმარტავს, რომ ოპოზიცია შეთანხმებული იყო იმაზე, რომ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერდნენ, თუმცა ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატი "გაიყიდა" და ქართულ ოცნებას დაეხმარა სასურველი კანდიდატის არჩევაში.

კენჭისყრა ფარული იყო და ამის გამო ვინაობა ცნობილი ვერ გახდება. 


close დახურვა