logo
ENG



ფორმულას ჟურნალისტისთვის ხელის შეშლის ფაქტზე სახალხო დამცველმა მოკვლევა დაიწყო

22 მაი 202309:19
3 წუთის საკითხავი
 

ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტის, დავით ჭაბაშვილის მიმართ პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა მოკვლევა დაიწყო.

ჟურნალისტმა აპარატის წარმომადგენელს ყვარლის ტბის სასტუმროსთან მიმდინარე აქციის დროს მიღებული დაზიანებები დაუდასტურა.

ჟურნალისტის მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს თუ როგორ ცდილობენ სამართალდამცავები და უსაფრთხოების თანამშრომლები სასტუმროს ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით მის გაყვანას.

დავით ჭაბაშვილმა სამართალდამცველებს არ მიმართა, რადგან არ აქვს მოლოდინი, რომ საქმეს გამოიძიებენ.

"დამირეკა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა და მითხრეს, რომ იწყებენ საქმის მოკვლევას პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე და მთხოვეს, რომ თუ კი რამ მასალა გამაჩნდა მათთვის მიმეცა. გამომკითხა თუ რა მოხდა, როგორ მოხდა და როდის. ასევე მაქვს თუ არა სხეულზე დაზიანებები, დავუდასტურე, რომ გარკვეული დაზიანებები მივიღე ხელის და ფეხის მიდამოებში. მკითხეს ასევე მივმართე თუ არა სამართალდამცავებს, მაგრამ არ მიმიმართავს, რადგან ვფიქრობ, რომ აზრი არ აქვს, შედეგი არ დადგება."- ამბობს ფორმულას ჟურნალისტი, დავით ჭაბაშვილი.

20 მაისს პროტესტის ყვარლის ტბის სასტუმროსთან მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ თბილისში ხელმოწერის შემდეგ სერგეი ლავროვის შვილის ოჯახის წევრები ქორწილისთვის ყვარელში ემზადებოდნენ. აქციის მონაწილეებს სპეცრაზმელები დაუპირისპირდნენ, წაართვეს ტელეფონები, დაშავდა აქციის რამდენიმე მონაწილე.


close დახურვა