logo
ENG



"საქართველო ირჩევს ევროპას" - 26 მაისს ევროკავშირის დროშებით მსვლელობა დაანონსდა

25 მაი 202300:50
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/25/iwv2u0wicbygxhx.jpg
O. Krikorian

მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გასულ წელთან განსხვავებით, 26 მაისთან დაკავშირებით პარლამენტის შენობა ევროკავშირის დროშით აღარ გააფორმეს, მსვლელობა, სახელწოდებით, საქართველო ირჩევს ევროპას დაანონსდა.

ორგანიზატორების განცხადეებით, მოქალაქეები 10:30 საათზე რუსთაველის ძეგლთან ევროკავშირის დროშებით შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტის ტერიტორიისკენ გაემართებიან.

პარლამენტის შენობის EU-ის დროშების გარეშე გაფორმებას გამოეხმაურა პარტია ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძეც, რომელმაც ასევე დააანონსა დროშებით მსვლელობა - მისი თქმით, მსოფლიომ უნდა ნახოს, რომ ქართველი ხალხის არჩევანი ევროპაა, ამიტომ მოქალაქეებს 26 მაისს, 15:00 საათზე უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში შეკრებისკენ მოუწოდა.

რაც შეეხება მმართველ პარტიას, ქართული ოცნების წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საზოგადოების კრიტიკას "უცნაური კამპანია" უწოდა და თქვა, რომ არ იცის, "რატომ გაღიზიანდნენ საქართველოს სიმბოლიკით".


close დახურვა