logo
ENG



უკრაინამ კიევზე მასშტაბური თავდასხმა მოიგერია - ჩამოგდებულია 40-ზე მეტი დრონი

28 მაი 202311:10
3 წუთის საკითხავი
clock 943
Gleb Garanich/Reuters

28 მაისის ღამეს ოკუპანტებმა კიევზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელეს - უკრაინული უწყებების ცნობით, მათ რუსების 40-ზე მეტი დრონი გაანადგურეს. უკრაინელი ოფიციალური პირები დრონების ამ თავდასხმას ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბურად აფასებენ.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, რუსები კიევს ე.წ. კამიკაძე დრონებით დაესხნენ თავს - ოკუპანტებმა, კიევის მიმართულებით, სავარაუდოდ, 54 ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს. წინასწარი მონაცემებით, დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნას კიევის სხვადასხვა რაიონში მოჰყვა ნგრევა და მსხვერპლი.

"დღეს, მტერმა გადაწყვიტა "მიულოცოს" კიევის ხალხს კიევის დღე მათი მომაკვდინებელი უპილოტო საფრენი აპარატების დახმარებით", - თქვა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

მაისში ეს კიევზე მე-14 საჰაერო თავდასხმაა - შეტევა რამდენიმე ტალღად განხორციელდა და საჰაერო განგაში ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. გასულ კვირას ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირანს მოუწოდა, შეწყვიტოს რუსეთისთვის მომაკვდინებელი დრონების მიწოდება, რადგან რუსეთის ხელით, თუმცა ირანული იარაღით უკრაინაში ათასობით ადამიანი იღუპება.


close დახურვა