უკრაინამ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways და თამაზ და დავით გაიაშვილები დასასანქცირებელთა სიაში შეიყვანა. ამავე სიაში, ასევე, შეყვანილია პუტინისტი ვალერი კვარაცხელიას შვილის დავით კვარაცხელიას კომპანია, რომელიც რუსულ ავიაკომპანიას მომსახურებას უწევს.
თამაზ გაიაშვილი რუსეთთან ფრენების აღდგენის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო. მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა ფრენებზე შეზღუდვა მოხსნა, Georgian Airways იყო ერთ-ერთი პირველი ავიაკომპანია, რომელმაც მოსკოვთან ფრენების დაწყებაზე ნებართვა მოითხოვა.