logo
ENG



ამერიკა უკრაინისთვის $2 მილიარდზე მეტი სამხედრო დახმარების პაკეტის გამოცხადებას აპირებს

09 ივნ 202309:30
3 წუთის საკითხავი
clock 835
2023/06/09/exvgblkh2ad7zqx.png

ამერიკა უკრაინისთვის 2 მილიარდ დოლარზე მეტი სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებას აპირებს. შესაბამის განცხადებას დღეს პენტაგონი გააკეთებს. ინფორმაციას Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

Bloomberg-ის ცნობით, სამხედრო დახმარების პაკეტი საჰაერო თავდაცვის საშუალებებსაც მოიცავს. ხსენებული თანხა ასევე დაიხარჯება Hawk-ის ტიპის რაკეტებისა და Patriot-ების შესყიდვაზე.

Bloomberg-ი ასევე წერს, რომ დახმარების შესახებ განცხადება გაკეთდება იმ პერიოდში, როცა სამხედრო ანალიტიკოსები უკრაინის კონტრშეტევის დაწყების შესახებ განაცხადებენ.

მაისში ამერიკამ უკრაინისთის 300 მილიონ დოლარამდე სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უკვე გაუწია 36.9 მილიარდ დოლარზე მეტი სამხედრო დახმარება.

 

 

close დახურვა