გორის სმარტთან გირჩი - მეტი თავისუფლებას ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ანა ყურაშვილი ავრცელებს.
მისი თქმით, ჯაფარიძეს დაზიანება თვალის არეში აქვს მიყენებული.
"ბანაკში მივდიოდით, გავჩერდით გორის სმარტთან, გოგოები შევედით მაღაზიაში და ამ დროს, მანქანაში მარტო მყოფ ჯაფარას თავს დაესხა ვიღაც გიჟი. ყველაფერი მოხდა ძალიან სწრაფად. ზურას დაზიანება აქვს თვალის არეში", - წერს ყურაშვილი.
მან ფორმულას უთხრა, რომ შუა გზიდან მობრუნება მოუწიათ.
ფორმულა დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.