logo
ENG



კვლევა: მოსახლეობის უმეტესობა არ ეთანხმება, რომ დასავლეთი ცდილობს საქართველოს ომში ჩართვას

20 ივნ 202321:30
3 წუთის საკითხავი
clock 1561
2023/06/20/meu2jn51565uwll.jpg

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის 61% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ დასავლეთი ცდილობს საქართველოს ომში ჩართვას. მოსახლეობის 39% ეთანხმება, რომ დასავლეთი ცდილობს საქართველოს ომში ჩართვას.

ამავე კვლევის თანახმად, მოსახლეობის 59% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ოპოზიცია ცდილობს საქართველოს ომში ჩართვას. 41% კი ამ დებულებას ეთანხმება.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა).

ცდომილება არის +/- 3%. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 25 მაისი-14 ივნისის პერიოდში.


close დახურვა