logo
ENG



იმედი: მივმართეთ მეტას - ამ დრომდე ვერ გვპასუხობენ, რატომ აღარ არის ხელმისაწვდომი გვერდი

28 ივნ 202318:34
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/28/ifut4c3kg0qdpnp.jpg

ტელეკომპანია იმედი მათ Facebook-გვერდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ამ დრომდე არ იციან, რატომ აღარ არის გვერდი ხელმისაწვდომი. განცხადების თანახმად, ტელეკომპანიას "არანაირი გაფრთხილება აღნიშნულის შესახებ არ მიუღია".

"იმედმა ოფიციალური წერილით მიმართა ტექნოლოგიურ კომპანია მეტას, თუმცა, კომპანიის ადმინისტრაციაში ამ დრომდე ვერ გვპასუხობენ კითხვაზე, რატომ აღარ არის ხელმისაწვდომი იმედის ოფიციალური გვერდი.

ჩვენ განგვიმარტეს, რომ ტელეიმედის მოთხოვნა გადაცემულია სპეციალური ჯგუფისთვის, რომელიც კომპანიაში მსგავს საკითხებს სწავლობს და ვარაუდობენ, რომ პრობლემის აღმოფხვრა უახლოეს პერიოდში მოხერხდება", - ნათქვამია განცხადებაში.

იმედში ამბობენ, რომ ბოლო რამდენიმე საათში Facebook-ზე შექმნილი ახალი გვერდები მათ არ ეკუთვნით და ყალბია.

"სოციალურ ქსელებში გამოჩნდა არაერთი გვერდი, რომელიც ფეისბუკზე ბოლო საათების განმავლობაში "მაუწყებლობს" იმედის სახელით. არც ერთ მათგანს არანაირი შეხება იმედთან არ აქვს და ყველა მათგანი არის ყალბი, ე. წ. ფეიკგვერდი", - აცხადებენ ტელეკომპანიაში.


close დახურვა