logo
ENG



პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიცია აქტივისტებს ძალის გამოყენებით აკავებს

30 ივნ 202312:36
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიცია აქტივისტებს ძალის გამოყენებით აკავებს.

კადრებში ჩანს, რომ პოლიციას მოქალაქეები ხელში აყვანილი მიჰყავს და მანქანაში ძალით სვამს.

ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ადმინისტრაციული წესით ორი ადამიანია დაკავებული.

პარლამენტთან, სადაც პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წლიური ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს, მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. 


close დახურვა