logo
ENG



სუს-ის ანგარიში: 2022 წელს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა მზადდებოდა

06 ივლ 202309:12
3 წუთის საკითხავი
 
სუს-ის ანგარიში: 2022 წელს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა მზადდებოდა
ვახო ქარელი/ფორმულა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშიდან იკვეთება, რომ 2022 წელს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა მზადდებოდა. ანგარიშში არ წერია, ვისზეა საუბარი ან რა სახის თავდასხმა მზადდებოდა.

"2022 წელს სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 3 საქმეზე, მათ შორის საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მომზადების ფაქტზე, რაზეც გატარდა შესაბამისი პრევენციული ზომები აღნიშნული განზრახვის სისრულეში მოყვანის ხელშეშლის მიზნით", - ვკითხულობთ სამსახურის ანგარიშში.

54-გვერდიანი ანგარიში 7 ივლისს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილემ უნდა წარადგინოს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეროვნული უსაფრთხოების მთავარ გამოწვევას კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია წარმოადგენს. 2022 წლის განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებულ რუსულ საოკუპაციო ბაზებზე უწყვეტად მიმდინარეობდა უკანონო სამხედრო წვრთნები, პირადი შემადგენლობის როტაცია და სხვა უკანონო აქტივობები. დაფიქსირდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებული მძიმე შეიარაღებისა და სამხედრო მოსამსახურეების გარკვეული ნაწილის უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში ჩართვა. აღნიშნულის მიუხედავად, ადგილზე კვლავ რჩებოდა საოკუპაციო ძალების შესაძლებლობათა 50%-ზე მეტი.


close დახურვა