ლვივზე რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა 4, ხოლო დაშავდა 30-ზე მეტი ადამიანი. სამართალდამცავების ინფორმაციით, დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსი.
დილის 7 საათის მდგომარეობით, მაშველებმა 64 ადამიანის ევაკუაცია და 7 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. ნანგრევების ქვეშ შესაძლოა კვლავ რჩებოდნენ მოქალაქეები, ამიტომაც სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
ლვივის მერმა ანდრეი სადოვიიმ მოკლე ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ამ ღამის სარაკეტო თავდასხმა იყო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმა ომის დაწყების შემდეგ და რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.