logo
ENG



კვარაცხელია: მოხდა ფესტივალის ტერიტორიიდან ევაკუაცია, არავინ დაშავებულა

08 ივლ 202314:53
3 წუთის საკითხავი
 

Tbilisi Pride-ის თანადირექტორი, მარიამ კვარაცხელია ფეისბუქზე მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ფესტივალის ტერიტორიაზე აღარ ავიდნენ.

"მოხდა ფესტივალის ტერიტორიიდან ევაკუაცია. არავინ დაშავებულა", - წერს ის ფეისბუქზე.

დღეს Tbilisi Pride-ის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება იმართება. ჰომოფობიური და აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ფესტივალის ჩაშლას და ტერიტორიაზე შეჭრას ცდილობენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

პოლიციამ აგრესიული ჯგუფის გაკავება ვერ შეძლო, მათ რამდენჯერმე გაარღვიეს კორდონი. დარბიან ტერიტორიის გარშემო და მათ შორის მთების მხრიდან ცდილობენ ფესტივალზე შეღწევას. როგორც ცნობილია, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. 


close დახურვა