ახალციხეში ავარია მოხდა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, სოფელ აგარასთან მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის კედელს შეეჯახა. ერთ-ერთი მგზავრი ადგილზევე გარდაიცვალა, შუა ხნის ქალი კი მრავლობითი მოტეხილობებით კლინიკაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.