ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ მოძალადეების მიერ თბილისი პრაიდის ფესტივალის ჩაშლა დაგმო და ქვიარ თემს მხარდაჭერა გამოუცხადა.
მისი თქმით, ადამიანები შიშისგან თავისუფალ ცხოვრებას იმსახურებენ.
"გასულ შაბათს საქართველოში ჩვენ ვიხილეთ თბილისი პრაიდის ძალადობრივი ჩაშლა. ამ დებატებში ანტილგბტქი რიტორიკის, დეზინფორმაციისა და ძალადობის ადგილი არ არის და ლგბტქი თემის სიცოცხლე და უსაფრთხოება პრიორიტეტული უნდა იყოს. ადამიანები იმსახურებენ შიშისგან თავისუფალ ცხოვრებას. აქედან მინდა გამოვხატო ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა", - თქვა მან ევროპარლამენტის პლენარული სესიის გახსნისას.
8 ივლისს ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე პრაიდის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება - ფესტივალი უნდა გამართულიყო, თუმცა ტერიტორიაზე მოძალადე ჯგუფები შეიჭრნენ და დაარბიეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საჯაროდ და დახურულ შეხვედრებზე გაცემული პირობის მიუხედავად, პოლიციამ გამოხატვის თავისუფლება და ტერიტორია მოძალადეებისგან არ დაიცვა.