logo
ENG



პენიტენციური: პოლონელმა ექიმმა ფეხსაცმლით სააკაშვილის ნიმუშის მალულად გატანა სცადა

14 ივლ 202320:25
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/14/ge8mfgpyq8mmj4s.jpg

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან იყო შესული, ფეხსაცმლის საშუალებით მალულად ნიმუშის გატანა სცადა. პენიტენციური ვიდეოკადრებსაც ავრცელებს, რომელზეც სავარაუდოდ ექიმს ფეხსაცმლის გახდა მოსთხოვეს.

"ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა გაუგებარ ინციდენტს. კერძოდ, მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური წესით აღებული ნიმუშის გატანის უფლება მათ მისცა თავად სამსახურმა, შესაბამისად, აღნიშნული ქმედება ექიმის მხრიდან სამედიცინო ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო საქციელს კიდევ უფრო მეტად მატებს ბუნდოვანებას. ამ პიროვნებას ჩამოერთვა ახსნა-განმარტება, რომელიც ვერ ექვემდებარება ლოგიკურ ახსნას", - აცხადებენ პენიტენციურში.

მოგვიანებით აღნიშნულ საკითხთა დაკავშირებით ბრიფინგი გამართა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ. მან მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ პოლონეთის საელჩოს განმარტება, რადგან, მათ შორის, საელჩო იყო ამ ექიმების ერთ-ერთი რეკომენდატორი.

პოლონელი ექიმები მიხეილ სააკაშვილთან 12 ივლისს შევიდნენ. ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრები და ადვოკატები პოლონელი ექიმების შესვლას 4 თვის განმავლობაში ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ პროცესს იუსტიციის სამინისტრო აყოვნებდა. ამავე დროს, სამინისტროში ბრალდებებს უარყოფდნენ და, პირიქით, პასუხისმგებლობას სააკაშვილის დაცვის მხარეს აკისრებდნენ. უწყებაში ამბობდნენ, რომ ექიმების შეშვებაზე შესაბამისი მომართვა გაკეთებული არ იყო.


close დახურვა