logo
ENG



სამხრეთ კორეაში წყალდიდობას, სულ მცირე, 37 ადამიანი ემსხვერპლა

16 ივლ 202315:38
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/16/0nzskp66f32jaqu.jpg
Reuters

BBC-ის ცნობით, სამხრეთ კორეაში წყალდიდობას, სულ მცირე 37 ადამიანი ემსხვერპლა. 9 ადამიანი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა.

რამდენიმედღიანი წვიმის შედეგად სამხრეთ კორეის რამდენიმე რეგიონი და ქალაქი დაიტბორა.

დაღუპულთა უმრავლესობა მთიანი რეგიონის ჩრდილო კიონსანის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, როცა წვიმით გამოწვეულმა ღვარცოფმა სახლებს გადაუარა.

ჩრდილო კიონსანის რეგიონში მდინარე მიჰოს ნაპირებიდან გადმოსვლის შედეგად წყალი ქალაქ ოსონგში, 685-მეტრის სიგრძის სატრანსპორტო გვირაბში შევარდა. ამ დრომდე უცნობია, რამდენი ადამიანია გვირაბში გაჭედილი, თუმცა ვარაუდობენ, რომ შემთხვევისას ადგილზე 15-მდე ტრანსპორტი იმყოფებოდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, გოესანის საგრაფოდან, სადაც წყალსაცავის გადავსების გამო მიმდებარე სოფლების დაიტბორა, შაბათს დილით 6 400-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა.


close დახურვა