კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევთან ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა.
შემთხვევის შედეგად 2 არასრულწლოვანიც დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი მანქანა და სატვირთო შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.