logo
ENG



სასამართლომ ფორმულას ჟურნალისტზე მოძალადე 3 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა

17 ივლ 202318:19
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/17/cvtz3icrrtxel6r.png

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ფორმულას ჟურნალისტზე, სალომე ბოკუჩავაზე ძალადობაში ბრალდებული ქალი 3 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

დღევანდელ პროცესზე სასამართლომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა.

პროკურატურა ქალისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, რაც მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

15 ივლისს ბათუმში 13 წლის შვილის გაუპატიურებაში ბრალდებული კაცის დედამ ფორმულას ჟურნალისტზე, სალომე ბოკუჩავაზე იძალადა.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ჟურნალისტი სიუჟეტის მოსამზადებლად ბრალდებულის ოჯახში მივიდა. მას ქალმა რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავსა და სახეში, ასევე, მიაჯახა კედელს და ხელს უშლიდა პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში.

17 ივლისს, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ფორმულას ჟურნალისტს, სალომე ბოკუჩავას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.


close დახურვა