შუახევის სოფელ დაბაძველში 2 ქალსა და 6 წლის ბავშვს დათვი დაესხა თავს. ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს.
მათი ცნობით, 74 წლის ქალი შვილიშვილთან და რძალთან ერთად ჭალაში იმყოფებოდა, რა დროსაც დათვის ბელებს გადაეყარნენ, შემდეგ კი მათ დედა დათვი დაესხა თავს. ქალი ამბობს, რომ ბავშვს 12 ნაკერი დაადეს, თუმცა ახლა კარგად არის.