logo
ENG



პოლონეთში საქართველოს მოქალაქე 2 ადამიანის დაჭრის ბრალდებით დააკავეს

24 ივლ 202319:53
3 წუთის საკითხავი
 

პოლონეთის ქალაქ ჟირარდოვში საქართველოს მოქალაქე ორი ადამიანის დაჭრის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.

პოლონეთის პოლიციაში ამბობენ, რომ 25 წლის კაცი შემთხვევიდან მალევე დააკავეს. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გამოძიება ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეს სულ მცირე 3-წლიანი პატიმრობა ემუქრება.


close დახურვა