პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები - თამარ კორძაია, ხათუნა სამნიძე და თეონა აქუბარდია ხელისუფლების მიერ ბიზნესმენ დავით ხიდაშელისთვის რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მიწების გადაცემის საკითხს იკვლევენ. ამ მიზნით ისინი რეგიონში იმყოფებოდნენ.
პრესკონფერენციაზე მათ ისაუბრეს, რომ ამ დროისთვის გამოიკვეთა სამი გარემოება. კორძაიას განცხადებით:
- უსაფრთხოების თვალსაზრისით საკითხი არ შესწავლილა;
- არ მომხდარა ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება, მათი საკუთრების უფლებების გათვალისწინება ლიცენზიის გაცემისას და დღეს ეს ადამიანები დავობენ სახელმწიფოს წინააღმდეგ, უფრო სწორად, სახელმწიფო ებრძვის ამ ადამიანებს სისხლის სამართლის საქმეებით;
- აბსოლუტურად არ არის გათვალისწინებული გარემოს დაცვითი საკითხები და გარემოს დაცვითი უფლებები.
კორძაიას განცხადებით, სახელმწიფო არ იძლევა ზუსტ კოორდინატებს, სად გადის საზღვარი ხიდაშელის საკუთრებაში არსებული ტერიტორიების.
სახელმწიფომ დავით ხიდაშელს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰა ტყეზე 49-წლიანი ლიცენზია მარტში მანიჭა - 1 151 832 ლარად.
ტყეები აუქციონზე ისე გავიდა და ლიცენზიაც ისე გაიყიდა, რომ იმ ხალხმა, რომელიც ამ ტყეების სიახლოვეს ცხოვრობს, არაფერი იცოდა. მათ ეს მედიით შეიტყვეს.