საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელმაც მოგზაურობა სოჭის პორტიდან დაიწყო, ბათუმის პორტში დილის 5 სააათზე შემოვიდა.
ლაინერს სხვებთან ერთად რუსი ტურისტებიც გადაჰყავს. ის აჭარაში მთელი დღით დარჩება.
ტურისტებს ბათუმის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებასა და სამზარეულოს გაცნობას სთავაზობენ.
კრუიზიდან ჩამოსულმა რუსეთის მოქალაქეებმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს. ისინი ამტკიცებენ, რომ რუსეთი "ოკუპანტი არაა" და "საქართველო რუსეთის რაღაც რესპუბლიკა" იყო.
"თქვენთან ძალიან ლამაზი ბუნებაა, ბოტანიკური ბაღი არაჩვეულებრივია, მის სანახავად მივდივართ. ოკუპაციის შესახებ არ ვიცით, თქვენ ჩვენი რაღაც რესპუბლიკა იყავით, საკავშირო და არა ოკუპირებული, რუსეთი ოკუპანტი არაა, ჩვენ რა, თქვენი ოკუპაცია მოვახდინეთ? ჩვენ გეხმარებოდით, აფხაზეთი თქვენგან გავათავისუფლეთ. ისინი დახმარებას გვთხოვდნენ, თქვენ ხომ ტანკებით წახვედით იქ. მე ვიყავი აფხაზეთში და ვნახე სახლები, ყველას ფანჯრები ჰქონდა ჩამტვრეული, თქვენგან იყო დანგრეული, რუსეთი აფხაზეთს დაეხმარა თქვენგან გათავისუფლებაში" - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
კიდევ ერთი რუსი ტურისტი ამბობს: "ოკუპაციის შესახებ არაფერი ვიცი, ჩვენთვის ყველაფერი საბჭოთა კავშირია, რუსეთი არ არის ოკუპანტი., ჩვენ საბჭოთა კავშირი ვართ, ერთიანი და ძლიერი".
22 ივლისს საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ სოჭიდან ახალი მარშრუტით მოგზაურობა დაიწყო.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ გემი თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ს ემსახურება და მისი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა.
Astoria Grande-ს ვებსაიტის მიხედვით, ის მორიგ "ვარსკვლავურ" ტურს 29 ივლისს დაიწყებს. ამ შემთხვევაში Astoria Grande-ს მარშრუტია: სოჭი-ტრაბზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი.
Astoria Grande-ს ვებსაიტის მიხედვით, ის მორიგ "ვარსკვლავურ" ტურს 29 ივლისს დაიწყებს. ამ შემთხვევაში Astoria Grande-ს მარშრუტია: სოჭი-ტრაბზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი.