რუსი ტურისტი ამტკიცებს, რომ "საქართველოს 20% ოკუპირებული არაა". ფორმულასთან საუბრისას მან თქვა, რომ "აფხაზეთი საქართველო არაა".
ამასთან, რუს ტურისტს დარღვეული აქვს ოკუპაციის შესახებ კანონი. მან თქვა, რომ "აფხაზეთში ბოლოს 5 წლის წინ იმყოფებოდა".
"ჩვენ რუსეთიდან ვართ, ნოვოსიბირსკიდან. საქართველო და რუსეთი კარგი მეგობრები არიან, აქ ვისვენებთ, საქართველო მოგვწონს, აქ კარგი ხალხია. ეს მხოლოდ მცირე ჯგუფები, ნაცისტები, რომლებსაც ომი უნდათ. ცუდი ადამიანები ყველგან არიან, ცუდი ერები არ არსებობენ, არსებობს ცუდი ხალხი. არ მგონია, რომ საქართველოს 20% ოკუპირებული იყოს. რუსეთში საქართველოს მიმართ კარგი დამოკიდებულება აქვთ. ხალხი აქ ჩამოდის და მხოლოდ კარგი შთაბეჭდილებებით ბრუნდებიან.
აფხაზეთი ვიცი, ოკუპირებული ტერიტორიები არ ვიცი. ჯერ სოჭია, მერე აფხაზეთი, მერე საქართველო. აფხაზეთი საქართველო არაა, არც რუსეთია. მე აფხაზეთში ნამყოფი ვარ, ხალხს ველაპარაკე, მათი აზრი მაინტერესებდა, ვართ თუ არა ოკუპანტები. მათ მითხრეს, რუსები კარგი ხალხი ხართ, ჩამოდით, აქ იცხოვრეთ, იმოგზაურეთო. დაახლოებით 5 წლის წინ ვიყავი ბოლოს აფხაზეთში, საზღვარზე", - აცხადებს რუსი ტურისტი.
ფორმულამ ინფორმაცია 112-ს მიაწოდა. 112-ში თქვეს, რომ ინფორმაციას პოლიციას გადასცემენ.