logo
ENG



პროგნოზი: მიმდინარე კვირაში ჰაერის ტემპერატურამ, შესაძლოა, 41 გრადუსს მიაღწიოს

07 აგვ 202315:43
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/07/l6p4gtc90m8ykbp.jpg

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება (თბური ტალღა).

მათი ინფორმაციით, ცალკეულ დღეებში, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია +37, +39◦C, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +39, +41◦C-ს მიაღწიოს. ქვეყნის მთიან რაიონებში დღის მაქსიმალური ტემპერატურა +33, +38◦C, მაღალმთაში +28,  +33◦C მდე მოიმატებს.

მათივე ცნობით, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურები სითბური სტრესის, ტყის ხანძრებისა და მყინვარების დნობასთან დაკავშირებული პროცესების გააქტიურების ხელმშემწყობ პირობებს წარმოადგენს.


close დახურვა