გამოცემა ბათუმელები თვითმხილველზე დაყრდნობით წერს, რომ ბათუმში ე.წ. პიშევიკების ტერიტორიაზე, კაცს, რომელიც ზღვაში ბანაობდა სკუტერმა გადაუარა.
მათი თქმით, კაცი ზღვიდან უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს - მას ჭრილობა ჰქონდა თავის არეში.
ფორმულა დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. უწყების პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.