logo
ENG



აქტივისტები ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩაზე მწვანე სექტორის განადგურებას აპროტესტებენ

19 აგვ 202312:20
3 წუთის საკითხავი
 

აქტივისტები ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩაზე არსებული მწვანე სექტორის განადგურებას აპროტესტებენ.

მათი განცხადებით, ასსაფეხურიან კიბესთან მდებარე ფერდი, რომელიც კედარის ჯიშის ხეებით იყო დატვირთული, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. მოჭრილი და დამუშავებული ხის მასალის ნაწილი კი ახლად აშენებული სასტუმროს "ქუთაისი ინნ"-ის ეზოშია დაწყობილი.

აქტივისტები აცხადებენ, რომ ამიერიდან, ეროზიის რისკების გათვალისწინებით, ფერდის მდგრადობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

"განმარტებებს ვითხოვთ მეხუთე დღეა. თუმცა აღნიშნული განმარტებები ხელისუფლების მხრიდან გასაგებ მიზეზთა გამო ამ დრომდე არ გაკეთებულა. რაც შეიძლება ითქვას, ეს არის მავნებლური კოლაბორაცია მსხვილ ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის", - ამბობს ერთ-ერთი აქტივისტი, თორნიკე ბარათაშვილი.


close დახურვა