თავისუფლების ინსტიტუტის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში ყოველწლიურად რუსული კომპანიების რაოდენობა იზრდება.
ინსტიტუტის ცნობით, 2013 წლიდან 2022 წლამდე სახელმწიფოს შესყიდვებში რეგისტრირებული რუსული კომპანიების რაოდენობა საგრძნობლად არის გაზრდილი.
"სახელმწიფო შესყიდვებში რუსული კომპანიების მონაწილეობა უნდა დარეგულირდეს და, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, უნდა გამოიყოს ის საქონელი და მომსახურება, რომლის რუსული კომპანიებისგან შესყიდვა აიკრძალება ან შეიზღუდება. ასევე, უნდა შეიზღუდოს მონაწილეობა იმ რუსული კომპანიებისა, რომლებსაც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისგან სანქციები აქვთ დაწესებული რუსეთი", - წერია ინსტიტუტის განცხადებაში.