logo
ENG



DW: 2023 წელს გერმანიიდან ყველაზე მეტი საქართველოში, ჩრ. მაკედონიაში, ალბანეთში დაარეპორტეს

20 აგვ 202311:22
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/20/ge4br3314mqlu2r.jpg
DPA/MICHAEL KAPPELER

გამოცემა DW წერს, რომ 2023 წელს გერმანიიდან დარეპორტებული მიგრანტების რიცხვი გაიზარდა.

კერძოდ, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის პირველ ექვს თვეში დარეპორტებულთა რაოდენობამ მეოთხედზე მეტად მოიმატა.

მედია წერა, რომ მიგრანტების უმეტესობა დააბრუნეს საქართველოში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, ალბანეთში, მოლდოვასა და სერბეთში. იანვრიდან ივნისის თვის პერიოდში ქვეყნის დატოვება 7 861 ადამიანს მოსთხოვეს, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 27%-ით მეტია.

დარეპორტებულთა შორის 1 664 ქალია და 1 375 არასრულწლოვანი.

ამასთან, გამოცემის ცნობით, გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობაც, ვინც ქვეყანა ნებაყოფლობით დატოვა.


close დახურვა