logo
ENG



მთავარი არხის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო

26 აგვ 202319:16
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/26/b672wz0j4bandg2.jpg
ფოტო: მთავარი არხი

მთავარი არხის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, პოლიციას ინციდენტში მონაწილე ყველა პირი დადგენილი და გამოკითხული ჰყავს.

დღეს მესტიის მუნიციპალიტეტში, მთავარი არხის ჟურნალისტს, ემა გოგოხიასა და მის ოპერატორს, ნიკა გვალიას თავს დაესხნენ. მათი განცხადებით, ჟურნალისტებს თავდამსხმელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერა, მიკროფონი, გადამცემი და პირადი ტელეფონი წაართვეს.

არხის ცნობით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მედიის წარმომადგენლები ერთ-ერთ საამქროში კადრებს იღებდნენ. როგორც ემა გოგოხია მთავარ არხთან ჰყვება, თავდამსხმელებმა ისინი "ალყაში მოაქცია".

გოგოხიას განცხადებით, თავდამსხმელებმა ტექნიკა დაუბრუნეს მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ პოლიცია გამოიძახეს, თუმცა სანაცვლოდ, მასალის წაშლა მოითხოვეს. ჟურნალისტის თქმით, ისინი ოპერატორს დაემუქრნენ, რომ თუ მასალას გაუშვებდნენ, საქმეს "გაურჩევდნენ".


close დახურვა