logo
ENG



ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები მოსკოვის ფესტივალში მონაწილეობის მიღებას გმობენ

01 სექ 202319:04
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/01/7uxxcymrl4y7hu0.jpg

ქართველი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები, ილუსტრატორები და ლიტერატურის სფეროში დასაქმებული ადამიანები მოსკოვში საბავშვო ლიტერატურის ფესტივალის ჩატარებას ეხმაურებიან.

2023 წლის სექტემბრის დასაწყისში მოსკოვში იმართებოდა საბავშვო ლიტერატურის ფესტივალი, რომლის ორგანიზატორების განცხადებაშიც ნათქვამი იყო, რომ დსთ-ის ქვეყნების მწერლებთან და ლიტერატორებთან ერთად, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს წარმომადგენლებიც. ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს სრულიად მიუღებელი ნაბიჯია ქართული ლიტერატურული საზოგადოებისა და განსაკუთრებით საბავშვო მწერლებისთვის.

"ფაქტი, რომ მოსკოვი და რუსეთის დამნაშავე რეჟიმი, რომლის სისხლიან პოლიტიკას სხვადასხვა დროს საქართველოს არაერთი მოქალაქე ბავშვი ემსხვერპლა და რომელიც ამჟამად უკრაინაში მიმდინარე ომში ისევ ბავშვებს კლავს, საბავშვო წიგნის ფესტივალს მართავს, ზედმიწევნით ცინიკურია და მასში მონაწილეობის მიღება ყველაზე ბნელი და ძალადობრივი რეჟიმის, ბავშვთა მკვლელების მხარეს დგომაა.

ქართველი საბავშვო მწერლები გმობენ ამ ფესტივალში მონაწილეობის მიღებას, ხოლო ქართული ლიტერატურული საზოგადოება მოითხოვს, გაირკვეს რომელი ორგანიზაცია მონაწილეობს მასში ჩვენი სახელმწიფოს, საქართველოს სახელით. ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის კერძო კომპანია, დამოუკიდებელი ორგანიზაცია თუ სახელმწიფო სტრუქტურა. ოკუპანტ ქვეყანაში, მსგავს ფორუმებზე, საქართველოს სახელით, არ უნდა მონაწილეობდეს არცერთი შემოქმედებითი გაერთიანება. მიგვაჩნია, რომ ეს არის იმ უმძიმესი პროცესის დასაწყისი, როდესაც ოკუპანტი ქვეყანა გადადის ჩვენი ქვეყნის დაპყრობისა და დამორჩილების საშიშ ეტაპზე და ცდილობს მის მიერ შექმნილი და დაფინანსებული ორგანიზაციებით, მედიასაშუალებებითა და ბინძური პროპაგანდისტული ძალებით, საქართველო წარადგინოს სხვადასხვა სახელოვნებო სივრცეებში, ჯერ თავად რუსეთში, ხოლო შემდეგ – საერთაშორისო პლატფორმებზე", - აღნიშნულია ერთობლივ წერილში.

განცხადებაზე ხელმომწერი 100-ზე მეტი ადამიანი მოითხოვს, რომ კულტურის სამინისტრომ გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ ის კატეგორიულად ემიჯნება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ყველა მსგავს ინიციატივას და გმობს მასში საქართველოს, როგორც სახელმწიფოებრივ, ისე ინდივიდუალურ დონეზე მონაწილეობას; გამოიძიოს ფონდ "აზბუკას" წარმომავლობა, საქმიანობა და მიზნები; დაადგინოს და საზოგადოებას აცნობოს იმ სახელოვნებო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც რუსული ფულით ფინანსდებიან და ოკუპანტი ქვეყნის რეჟიმის პროპაგანდას ემსახურებიან. სფეროს წარმომადგენლები მოითხოვენ, დაიბლოკოს ყველა მსგავსი ინიციატივა.

ხელმომწერები:

1. გვანცა ჯობავა
2. ირაკლი კაკაბაძე (იაკი კაბე)
3. ზვიად კვარაცხელია
4. მაია კუდავა
5. ირინე ჭოღოშვილი
6. გაგა ნახუცრიშვილი
7. ბესო სოლომანაშვილი
8. ზურა პაპიაშვილი
9. ქეთი ნიჟარაძე
10. ირაკლი ლომოური
11. ნათია ორმოცაძე
12. კატო ჯავახიშვილი
13. თამრი ფხაკაძე
14. ბელა ჩეკურიშვილი
15. დოდო ყვავილაშვილი
16. მარი ბექაური
17. ნიკოლოზ აგლაძე
18. დიანა ანფიმიადი
19. მანანა მათიაშვილი
20. ია ჯინჭარაძე
21. მაიკო დანელია
22. ნანა აბულაძე
23. მაშო სამადაშვილი
24. თინა მამულაშვილი
25. ლელა დუმბაძე
26. ლუკა ბაქანიძე
27. ბექა ქურხული
28. მაია ალუდაური
29. ნინო ნადირაძე
30. ნათია გიორგაძე
31. ნინო სურამელაშვილი
32. ლელა კოდალაშვილი
33. შოთა იათაშვილი
34. თამთა მელაშვილი
35. მაგდა ნოვაკოვსკა
36. თაკო ლონდარიძე
37. ეკატერინე ტოგონიძე
38. ნუკრი ბერეთელი
39. ნანა გოგოლაშვილი
40. გიო ლომიძე
41. ნატო დავითაშვილი
42. პაატა შამუგია
43. ლანა კალანდია
44. ნატო გორდელაძე
45. ნესტან-ნენე კვინიკაძე
46. რატი მუჯირი
47. ანა ჯავახიშვილი
48. ხათუნა თავდგირიძე
49. ია ვეკუა
50. დალილა გოგია
51. ლექსო ქურხული
52. თამარ ფოლადაშვილი
53. ქეთევან ყანჩაშვილი
54. თორნიკე სიბაშვილი
55. რუსუდან რუხაძე
56. ნატო კვარაცხელია
57. რატი ამაღლობელი
58. შალვა ბაკურაძე
59. ნუკა ღამბაშიძე
60. ირმა მალაციძე
61. კოკა ქამუშაძე
62. თეონა დოლენჯაშვილი
63. ნინო კიკნაძე
64. გიო ჯინჭარაძე
65. არჩილ ქიქოძე
66. ლიმერ გრიგოლია
67. რეზო გეთიაშვილი
68. ელენე ჯაფარიძე
69. მაია ლიპარტელიანი
70. თამარ კორკოტაშვილი
71. ბექა ადამაშვილი
72. მარინა ცხადაია
73. თაკო ბაქრაძე
74. ბუბა კუდავა
75. ანდრო დადიანი
76. მედეა იმერლიშვილი
77. ინა არჩუაშვილი
78. ლელა ცუცქირიძე
79. ქეთი ქანთარია
80. თათია ნადარეიშვილი
81. ელისო ჩუბინიშვილი
82. ნინი ბუკია
83. ზაალ ანდრონიკაშვილი
84. ნატალია ტროხიმი
85. ლევან ბერძენიშვილი
86. გიორგი ჯინჭარაძე
87. მადონა ელიაშვილი
88. მარიამ წიკლაური
89. შორენა ლებანიძე
90. ტორესა მოსი
91. ლაშა ბუღაძე
92. ნატო ალხაზიშვილი
93. მამუკა ტყეშელაშვილი
94. ვასო გულეური
95. მერაბ ფიფია
96. მაკა ლდოკონენი
97. გიორგი შონია
98. მათე სარალიშვილი
99. ანა ყიასაშვილი
100. იუნონა გურული
101. თამარ კვიჟინაძე
102. ნინო ჯიჯავაძე
103. თაკო კიკვაძე
104. მიხეილ ციხელაშვილი
105. თეკლა ქველაძე
106. მაკა კასრაძე
107. მაია ცირამუა


close დახურვა