logo
ENG



აბიტურიენტები, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებში უმაღლესი ქულა დააგროვეს

03 სექ 202320:57
3 წუთის საკითხავი
clock 6305
2023/09/03/bu4fouq5hakhcjr.jpg

ეროვნული გამოცდების შედეგები უკვე ცნობილია. რამდენიმე ათასი აბიტურიენტი წელს სტუდენტი გახდა, მათ შორის არიან გამორჩეულებიც, რომლებმაც უმაღლესი ქულა დააგროვეს და 100%-იანი დაფინანსება მოიპოვეს.

ერთ-ერთია თიკა სამყურაშვილი, რომელმაც ინგლისურ ენაში მაქსიმალური - 70 ქულა მიიღო. ის თავისუფალ უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ისწავლის.

ცოტნე შილაკაძე უმაღლესი ქულა მათემატიკაში დააგროვა - 51-დან 49 ქულა. ის სწავლას თავისუფალ უნივერსიტეტში, 100%-იანი დაფინანსებით გააგრძელებს.

ქრისტინე კიკაჩეიშვილმა, რომელიც სამტრედიის საჯარო სკოლის ოქროს მედალოსანია, უმაღლესი ქულა ფიზიკაში მოიპოვა და 100%-იანი გრანტით კავკასიის უნივერსიტეტში ისწავლის.

განათლების სამინისტროს ცნობით, წელს სტუდენტი რეგისტრირებული აბიტურიენტების 77% გახდა.


close დახურვა