logo
ENG



პარლამენტში საშვის დაშვების დროს მიზნობრიობის მითითება სავალდებულო გახდება

04 სექ 202317:45
3 წუთის საკითხავი
 
პარლამენტში საშვის დაშვების დროს მიზნობრიობის მითითება სავალდებულო გახდება

18 სექტემბრიდან პარლამენტში შესასვლელი საშვისა და შესვლის პირობებში ცვლილებები ამოქმედდება.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე თქვა, რომ საშვის დაშვების დროს მიზნობრიობის მითითება სავალდებულო გახდება.

"ეს არის განახლებული წესი, რომელიც მანამდეც არსებობდა. მისი მთავარი არსი არის როგორც პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების და სამუშაო გარემოს დაცვა, ასევე პარლამენტის სასახლეში შემოსვლის წესი, საშვის დაშვების წესი, ვიზიტორების შემოსვლა, ავტომანქანით შემოსვლა და ყველა ეს საკითხი, რომელიც მოწესრიგებული იყო, ერთ სისტემატიზირებულ მდგომარეობაში მოვიყვანეთ, საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით. ცვლილება ამოქმედდება 18 სექტემბრიდან.

როგორც აქამდე, როგორც პარლამენტის წევრებს, ასევე აპარატის შესაბამის წევრებს, ვისაც საშვის დაშვების უფლება აქვთ, ისინი კვლავ დაუშვებენ საშვებს. საშვთა ბიურო იმუშავებს 9 საათამდე, ნაცვლად 7-საათისა. ასევე შემოდის საშვის დაშვების დროს მიზნობრიობის მითითების ვალდებულება - კერძოდ, შეხვედრა თუ ღონისძიება"- თქვა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, პაპუაშვილის თქმით, პარლამენტში შემოდის "ვიზიტორთა ქცევის წესი, რომელიც აწესრიგებს სამუშაო და უსაფრთხო გარემოს შესანარჩუნებლად სტანდარტებს".

მისი მტკიცებით, ცვლილებები ეფუძნება "ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტების საუკეთესო გამოცდილებას.

"წესრიგდება უსაფრთხოების დონეები - შემოდის ზუსტი განსაზღვრება - წითელი, ყვითელი და მწვანე დონე. როდესაც მწვანე დონეა, შეზღუდვა არ არსებობს, წითელი გულისხმობს ევაკუაციის შემთხვევას, როდესაც ფორსმაჟორული სიტუაციაა და ყვითელი დონე, როდესაც შეიძლება, სხვაადასხვა სახის შეზღუდვა იყოს ვიზიტორებთან დაკავშირებით"- თქვა პაპუაშვილმა.


close დახურვა