გირჩი - მეტი თავისუფლება და დროა საარჩევნო გაერთიანებას ქმნიან.
მათი თქმით, აერთიანებთ:
- ნულოვანი თანამშრომლობა რუსულ რეჟიმთან;
- მომავლის მკაფიო ხედვა;
- მოტივაცია, შეცვალონ საბჭოთა, ერთპარტიული სისტემა თანამედროვე, დასავლური ტიპის, კოალიციური მმართველობით.
"ჩვენ ვქმნით ნორმალურ არჩევანს საქართველოს მოქალაქეებისთვის", - აცხადებენ ისინი.
გირჩი - მეტი თავისუფლება და დროა აქამდე სტრატეგია აღმაშენებელთან ერთად თანამშრომლობდნენ. სტრატეგია აღმაშენებელი საარჩევნოდ ნაციონალურ მოძრაობასთან გაერთიანდა.