logo
ENG



მორიგი განმარტება: ღარიბაშვილი ჩარტერით ევროპაში ჩავიდა, ევროპიდან ამერიკაში - რეგულარულით

07 სექ 202311:57
3 წუთის საკითხავი
 
მორიგი განმარტება: ღარიბაშვილი ჩარტერით ევროპაში ჩავიდა, ევროპიდან ამერიკაში - რეგულარულით

მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ჩასვლასთან დაკავშირებით მორიგ განმარტებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ ღარიბაშვილი ჩარტერით ევროპაში ჩავიდა, იქიდან ამერიკაში კი რეგულარული რეისით.

სტრატკომის განცხადება:

"საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში თითქოსდა ჩარტერული რეისით გაემგზავრა.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ პრემიერ-მინისტრი როგორც ოფიციალური და სამუშაო, ისე კერძო ვიზიტების დროს აშშ-ში მგზავრობს სამგზავრო თვითმფრინავით,  სხვადასხვა ავიაკომპანიის რეგულარული, კომერციული რეისებით.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ  საუბარი იყო ჩარტერულ ფრენაზე, რომელიც განხორციელდა თბილისიდან ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით, ხოლო აშშ-ის მიმართულებით პრემიერ-მინისტრი რეგულარული რეისით გაემგზავრა. კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის, ასევე ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა".

იქამდე დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა თქვა, რომ "აგვისტოს თვეში პრემიერ-მინისტრი კერძო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა და მისი მგზავრობის, ასევე ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა".


close დახურვა